ბაზისი აგრო
კომპოზიტური საყრდენი ბოძები (GFRP) — თანამედროვე გადაწყვეტა სოფლის მეურნეობისთვის
კომპოზიტური საყრდენი ბოძები (მინაბოჭკოვანი ბოძები / GFRP stakes) წარმოადგენს თანამედროვე, გამძლე და მრავალჯერადი გამოყენების გადაწყვეტას სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის. მათი მოქნილობისა და ელასტიურობის გამო, იდეალურად გამოიყენება ვაზისთვის, ნერგებისთვის, ახალგაზრდა მცენარეებისთვის და ბოსტნეულის კულტურებისთვის, როგორიცაა პომიდორი, კიტრი, ლობიო და სხვა.
ტრადიციულ ხის ბოძებთან შედარებით, კომპოზიტური სარი-ჭიგო გამოირჩევა მნიშვნელოვნად მაღალი გამძლეობით და ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადით, ხოლო მეტალის ბოძებთან შედარებით წარმოადგენს უფრო ეკონომიურ და პრაქტიკულ ალტერნატივას.
ჩვენი კომპოზიტური სარი-ჭიგო მზადდება მაღალი ხარისხის GFRP (Glass Fiber Reinforced Polymer) მასალისგან და შესაძლებელია დამზადდეს დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად — სხვადასხვა დიამეტრით, სიგრძით, ფერით, გლუვი ან პროფილირებული ზედაპირით.
კომპოზიტური (GFRP) სარი-ჭიგო-რკალების ძირითადი უპირატესობები
- მაღალი მდგრადობა ტენიანობის მიმართ
- არ ლპება და არ იჟანგება
- არ იშლება და არ კარგავს თვისებებს დროთა განმავლობაში
- არ ცხელდება მზის ზემოქმედებით
- ჰიგიენურია — არ გადააქვს მცენარეთათვის მავნე ბაქტერიები
- მსუბუქი და დრეკადი — მარტივი ტრანსპორტირება და გამოყენება
- სწრაფი და მარტივი მონტაჟი
- მრავალჯერადი გამოყენება (multi-season use)
- ექსპლუატაციის ვადა — 80 წლამდე
გამოყენების სფეროები
- ვენახები (ვაზის საყრდენი სისტემები)
- ბოსტნეულის საყრდენი სისტემები (პომიდორი, კიტრი, ლობიო და სხვ.)
- სათბურები (greenhouse systems)
- სანერგეები (nurseries)
- კენკროვანი კულტურები და პლანტაციები
იდეალური გადაწყვეტა სათბურებისთვის
კომპოზიტური საყრდენი ბოძები განსაკუთრებით ეფექტურია მრავალრიგიან სათბურებში, სადაც უზრუნველყოფს:
- მარტივ და სწრაფ მონტაჟს
- მაქსიმალურ სინათლის გამტარობას
- ჰაერის უკეთეს ცირკულაციას
- ტემპერატურის სტაბილურობას
რატომ კომპოზიტური სარი-ჭიგო-რკალები?
თუ ეძებთ გრძელვადიან, გამძლე და ეკონომიურ საყრდენ სისტემას, კომპოზიტური (GFRP) ბოძები წარმოადგენს საუკეთესო ალტერნატივას ხისა და მეტალის ბოძებისთვის — განსაკუთრებით თანამედროვე აგრარული მეურნეობისთვის.